Sunday, November 8, 2009

აკაკი წერეთელი



პროექტის მოკლე აღწერა: ექსკურსიის მოწყობა ა. წერეთლის სახლ- მუზეუმში. ღონისძიება მიძღვნილი ა. წერეთლის შემოქმედებისადმი.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან სხვიტორსა და სავანეს, სადაც დაიბადა და აღიზარდა დიდი ქარტველი პოეტი, მცერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე- ა. წერეთელი.

მიეცათ დავალება მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია ბიბლიოთეკის, ინტერნეტის საშუალებით. მოსწავლეებმა არ იციან სად მდებარეობს სხვიტორი. არ აქვთ დათვალიერებული ა . წერეთლის სახლ-მუზეუმი. რის საფუძველზეც დაიგეგმა პროექტი.

მშობლების დახმარებით მოეწყო ექსკურსია მარშრუტით გორი-სხვიტორი-სავანე-გორი.

ტექ-აღჭურვილობა: ციფრული აპარატი და სხვა.

მოსწავლეთა ასაკი: 10-11 წელი.

პროექტის ხანგრძლივობა: 2-3 თვე.

პროექტის შეაძლო აქტივობები:ს კლასში მასალების მოძიება ა.წერეთლის შესახებ. მის მიერ დაწერილი ლექსებისა და მოთხრობების გახსენება-შესწავლა. ჩანახატების შესრულება.

მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას: ექსკურსია ა. წერეთლის სახლ-მუზეუმში. ლექცია-საუბარი. გაიუმჯობესებენ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს, გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს ერთ-ერთი კუთხის იმერეთის შესახებ. გაეცნობიან ა. წერეთლის ბიოგრაფიას. ეპოქას,რომელშიც იგი ცხოვრობდა, შემოქმედებას.

მოსწავლეები გამოუშვებენ კედლის გაზეთს.

მოაწყობენ ფოტო გალერეას. შეიქმნება ფოტო სტენდი. მოეწყობა ა.წერეთლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

არგებელი სხვებისთვის: სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები გაეცნობიან მოძიებულ მასალას, ფოტო-გალერეას, კედლის გაზეთს. ჩატარებული ღონისძიების შედეგად გაეცნობიან ა. წერეთლის შემოქმედებას.

სამუშაო ენა: ქართული ენა.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა- ბიბლიოთეკით, ინტერნეტით, ზეპირგადმოცემით სარგებლობჩვევის ჩამოყალიბება. ა. წერეთლის ბიოგრაფიის გაცნობა,მხატვრული ტექსტების გაგება, მსჯელობის უნარი,მეტყველების განვითარება

ბუნებისმცოდნეობა- იმერეთის ბუნების, მდებარეობის კვლევა.

ხელოვნება-ა. წერეთლისმოთხრობების საყვარელი პერსონაჟების ხატვა, პრეზენტაცია. პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

მუსიკა- ა. წერეთლის ლექსებზე დაწერილი სიმღერების შესწავლა.

საინფორმაციო ტექნოლოგიები: ინფორმაციის მოძიება-დამუშავება. ისტ-ს საშუალებების მოხმარება.

პროექტის ფასილიტატორი: ნ.ცარულაშვილი.

ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ncarulashvili@gmail.com.


ჩემი პორტფოლიო

წინარეისტორიული სამყაროს გაცოცხლება